18:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 10:16:16, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების განხილვა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას  ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა სთხოვა. მაგრამ დასძინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა,რუსეთთან ომის დასრულებამდე, რთული იქნება.

უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 28000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა 10 დღე აქვს პასუხის გასაცემად.

უკრაინაში ჰომოსექსუალიზმი უკანონო არ არის, მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა არ არის აღიარებული.ამან განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლგბტ პირებს, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

ონლაინ პეტიციაში ნათქვამია: „ამ დროს ყოველი დღე შეიძლება იყოს ბოლო“.

უკრაინაში ნებისმიერი პეტიცია, რომელიც აგროვებს 25000-ზე მეტ ხელმოწერას, ავტომატურად  პრეზიდენტის განხილვის საგანი ხდება. თუმცა ეს არ იძლევა რაიმე ცვლილების გარანტიას მოქმედ კანონში და არ არის ნათელი, აპირებს თუ არა ზელენსკი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

კიევმა გაზარდა ლგბტქ+ უფლებების მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერები მოვიდნენ ხელისუფლებაში 2014 წელს. პარლამენტმა 2015 წელს მიიღო კანონმდებლობა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics