19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 13:42:01, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, რუსეთი ახალ სამხედრო შენაერთს ქმნის

უკრაინის დაზვერვის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, რუსეთი ახალ სამხედრო შენაერთს ქმნის.

 როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ  განაცხადა, რუსეთმა ვერ განახორციელა ფარული მობილიზაციისა და მოხალისეთა ბატალიონის შექმნის გეგმა. 

„დადასტურებული მონაცემებით, ივლისის შუა რიცხვებამდე ჩამოყალიბდა 8 ბატალიონი. რუსეთისთვის ეს საკმარისი არ არის. ამ ბატალიონებში ისეთი ადამიანები შეიყვანეს, რომლებიც არცერთ სამხედრო კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ,  საომარი მოქმედებების განსახორციელებლად, რუსეთმა გადაწყვიტა შეექმნა მესამე ცალკე არმიის კორპუსი, რომელიც ამჟამად ფორმირდება დასავლეთის სამხედრო ოლქში"- გაბაცხადა სკიბცკიმ.

სკიბიცკიიმ ასებე ისაუბრა რუსეთის სამხედრო ეშელონებში არსებული პრობლემების შეახებ.მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის უმაღლესი სამეთაურო ეშელონების წარმომადგენლები გაათავისუფლეს   თებერვალსა და მარტში უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით დასახული ამოცანის შეუსრულებლობის გამო.

„ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იღებს სხვადასხვა წყაროდან, კერძოდ, რადიოშეტყობინებებიდან, ვხედავთ, რომ ოფიცრების დეფიციტი უბრალოდ კატასტროფულია. საუბარში ამბობენ, რომ დანაყოფებში ოფიცრები ან საერთოდ არ არიან და თუ არიან, არავინ იცნობს მათ. და ჩვენ ამ პრობლემას ვხედავთ იმავე მესამე არმიის კორპუსის და სხვა დანაყოფების ფორმირებაში, რომელსაც რუსეთი აყალიბებს. ქვედა რგოლებში ქვედა დონის მეთაურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ისინი იძულებულნი არიან უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭონ სერჟანტთა წოდებებს“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.

როგორც Ukrinform იტყობინება, უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსები უარს ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებების გაფორმებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics