|
2022-07-29 10:41:53, 1796 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სინოდი პატრიარქ კირილზე - ჩამოერთვას საპატრიარქოს ტახტის დაკავების უფლება
მოგმართავთ, რომ დაიწყოთ მოსკოვის პატრიარქის კირილ გუნდიაევის საქმიანობის განხილვა და მის მიერ „რუსული მშვიდობის“ ქადაგების დაგმობა,- ამ შინაარსით უკრაინის ეკლესიის სინოდიმა, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს წერილი გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, უკრაინის სინოდი ბართლომეოს ითოვს, რომ „რუსული სამყარო“ აღიარებული იქნას როგორც ერეტიკული, პატრიარქ კირილის ქმედებები კი სქიზმატური და ჩამოერთვას საპატრიარქოს ტახტის დაკავების უფლება. „ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის სახელით, რომელსაც მოსკოვის პატრიარქი ღიად და ცალსახად საჯაროდ ამტკიცებს და მხარს უჭერს, მივმართავთ თქვენს უწმინდესობას და ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებს თხოვნით:
გარდა ამისა, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი და მოგვიანებით პატრიარქი კირილი არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობის სტანდარტი. ამასთან, მისმა ზოგიერთმა სასულიერო გამონათქვამმა რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირებს შორის კამათი და ცდუნებაც კი გამოიწვია. შეგახსენებთ, 16 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქის მიმართ სანქციების დაწესება გამოაცხადა. ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოსეფ ბორელის თქმით, პუტინის ომის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი უნდა იყოს . გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა შესულიტო, მაგრამ ის ბოლო მომენტში, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე გამორიცხეს.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)