21:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 11:12:14, 1361 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხერსონს სექტემბერში დაიბრუნებენ

უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხერსონის  დასაბრუნებლად ბრძოლაში  "გარდამტეხი წერტილი დადგა " და დასავლური იარაღის  გამოყენებით, სექტემბრის თვეში  რუსეთის ძალების მიერ დატყვევებული პირველი დიდი ქალაქი გათავისუფლდება.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანაშემწემ, სერგი ხლანმა,  უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადადის.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის რაიონი აუცილებლად განთავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩაიშლება“, - დასძინა მან.

დასავლეთის მიერ მიწოდებული შორეული არტილერიის დახმარებით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში ტერიტორიებს იკავებენ , რაც აძლიერებს  ვარაუდებს, რომ  ჯარები დაპირებულ კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა  წარმატებულ კონტრშეტევაზე და განაცხადა, რომ უკრაინული ძალები „ნაბიჯ-ნაბიჯ“ იბრუნებენ ქალაქს.

ხერსონი,  პირველი დიდი უკრაინული ქალაქია, რომელიც რუსეთის არმიამ 3 მარტს დაიპყრო. ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსმა ჯარებმა შეძლეს ქალაქის აღება ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა ვერ ააფეთქეს ანტონივსკის ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე დნიპროს და ჯარებს ქალაქში შესვლის საშუალება მისცეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics