|
2022-07-22 12:51:02, 858 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია კიდევ გააფართოვა
რუსეთის მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც საზღვარგარეთ „არამეგობრულ ქმედებებს ჩადიან რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ“. როგორც რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სიაში მოხვდნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი. ახლა ამ ქვეყნებს ექვემდებარება შეზღუდვები დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში პერსონალის დაქირავებაზე. საბერძნეთს აქვს 34 ადამიანის ლიმიტი, რომლებთანაც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო ოფისებს შეუძლიათ დადოს შრომითი ხელშეკრულებები, დანიას - 20 ადამიანი, სლოვაკეთი - 16. სლოვენია და ხორვატია ვერ შეძლებენ თანამშრომლების დაქირავებას დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში. რუსეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ სიის გაფართოება კიდევ შეიძლება. „[სია] არ არის საბოლოო და, უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შეიძლება გაფართოვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისის მდგომარეობით სიაში უკვე 50-ზე მეტი სახელმწიფოა. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია და უკრაინა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)