23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 10:12:30, 1368 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ოკუპანტები მალე „მნიშვნელოვან ახალ დანაკარგებს“ მიიღებენ

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ოკუპანტები მალე „მნიშვნელოვან ახალ დანაკარგებს“ მიიღებენ.

მაღალჩინოსან სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ გვიან ღამით ვიდეომიმართვაში საუბრისას პრეზიდენტმა განმარტა, რომ ჯგუფი განიხილავდა თანამედროვე იარაღის მიწოდებას და დასძინა, რომ რუსებზე თავდასხმების ინტენსივობა უნდა გაძლიერდეს.

 "გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის რეგულარული შეხვედრა - ეს სამუშაო ფორმატი აერთიანებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მთავარ ლიდერებს...ჩვენ განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, უკრაინის გარშემო. ჩვენ დავადგინეთ ამოცანები ზოგიერთ ტაქტიკურ სფეროში ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად. და ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვიმუშავეთ ჯარების ახალი იარაღის მიწოდების საკითხზე - ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ მტრის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა.შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ძალების ფრონტზე წინსვლისა და ოკუპანტებისთვის ახალი ხელშესახები ზარალის მიყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, ყოველი რუსული თავდასხმა არის არგუმენტი უკრაინისთვის, მიიღოს მეტი თანამედროვე და ეფექტური იარაღი. ყოველი ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს დავამარცხოთ დამპყრობლები და ეს აუცილებლად მოხდება" - განაცხადა ზელენსკიმ.

კიევი იმედოვნებს, რომ დასავლური იარაღი, განსაკუთრებით უფრო გრძელი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა აშშ-ის Himars, რომელიც უკრაინამ განათავსა ბოლო კვირებში, საშუალებას მისცემს მას განახორციელოს კონტრშეტევა და დაიბრუნოს ტერიტორიები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics