03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-17 11:14:18, 1276 ნახვა

ომი უკრაინაში
​ბრიტანეთის დაზვერვა - ოკუპანტები აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ნაწილში

რუსი დამპყრობლები აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინული ძალების სავარაუდო შეტევის მოლოდინში, - ამის შესახებ Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ასევე, მათი ცნობით, რუსული ძალები მელიტოპოლში აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს.

"რუსეთი აძლიერებს თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში. ეს მოიცავს პერსონალის, აღჭურვილობისა და საველე თავდაცვის მოძრაობას მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის და ხერსონში", - იუწყება დაზვერვა.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსული თავდაცვის მანევრები, სავარაუდოდ, პასუხია უკრაინული ძალების მოსალოდნელ შეტევაზე და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოთხოვნებზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics