17:57 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:24:41, 999 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით  დასაქმდებიან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზევე დასაქმდნენ.

,,ჩვენ ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და აქვთ დასაქმებისა და განვითარების სურვილი. ანაზღაურებადი სტაჟირება მოიცავს სპეციალურ სწავლებას სამუშაო ადგილზე,  ხოლო მისი წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმებას შესაბამის პოზიციაზე. არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას. მოგეხსენებათ ქუთაისის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტია და მსურველებს მოეთხოვებათ მხოლოდ ინგლისურის ცოდნა. დანარჩენ უნარებს ჩვენ თავად ვასწავლით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე 10 სამსახურია და 318 ადამიანია დასაქმებული. აეროპორტის გაფართოების შემდეგ თანამშრომლების რაოდენობა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით იზრდება. სტაჟირების მსურველებმა 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@airports.ge .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics