02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 09:58:39, 1338 ნახვა

ომი უკრაინაში
ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს

რუსული მხარის მიერ  ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

განცხადების თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება ძალიან არასტაბილურია და შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს.

„უსაფრთხოების ვითარება მთელს უკრაინაში კვლავ სასტიკი და არაპროგნოზირებადია რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებების და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო. აშშ-ს საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფმა პირებ სმაასწრაფოდ დატოვონ კერძო მანქანების გამოყენებით ან სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, დაახლოებით 11:00 საათზე რუსეთის ჯარებმა რაკეტა  ესროლა ვინიცას ცენტრს . წინასწარი მონაცემებით, სამი რუსული რაკეტა შენობის საოფისე ფართს მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.ცეცხლი ავტოსადგომზე გავრცელდა 50-მდე მანქანას გაუჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო თავდასხმას ტერორისტული თავდასხმა უწოდა. 23 გარდაცვლილის შესახებ ცნობილია , ასამდე ადამიანი საავადმყოფოებშია.

ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში მატი მაასიკასმა ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ რუსების დანაშაულები გამოიძიებენ და დამნაშავეები პასუხს აგებენ.

აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა უწოდა თავდასხმა "კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა, რომელმაც შეიწირა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე".

ევროპარლამენტის წევრმა ლიტველმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა ვინიცაზე რუსების თავდასხმას სახელმწიფო ტერორისტული აქტი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics