04:40 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 15:09:24, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი

ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა 20 კი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებმა ვინიცის ცენტრს კალიბრის საკრუიზო რაკეტები დაარტყეს,რომლებიც შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

"ამ დროისთვის ცნობილია ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. 90-მა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის ", - ნათქვამია ანგარიშში.

სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევასთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით დაიწყო.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია განზრახ მკვლელობასთან. 

ამასთან, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე არიან პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის ქალაქ ვინიცაში რადმენიმე აფეთხება მოხდა.

ვინიცას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონის თავზე ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.

მისივე ცნობით, სამი რუსული რაკეტა საოფისე ფართის შენობას მოხვდა. ამასთან დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics