|
2022-07-14 11:30:17, 1027 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ განვითარებას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს. „მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს. „ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი. სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“,- აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)