17:57 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 13:26:22, 992 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირი - დაშბაშის კანიონზე არ შემიშვეს, თურმე რეზინის ბორბლები მინის ხიდს აზიანებს

თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას და ამ მიზეზით არ შემიშვეს,- ოთო დარბაისელი, რომელიც შშმ პირია წერს, რომ დაშბაშის კანიონზე მდებარე შუშის ხიდზე ეტლით გადაადგილება ადმინისტრაციამ აუკრძალა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პროექტით შესრულებული ინფრასტრუქტურული სივრცე ყველა ვიზიტორის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.

"ესეც ჩვენი დაშბაშის  კანიონი უკან ფონს რომ მილამაზებს არის 120 მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე რომ შეიძლება მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში მარა ასე ძაანაც არა მგონი რო ხიდებმა ვერ გამიძლოს.თურმე რეზინის  ბორბლები აზიანებს მინას არ შემიშვეს. წესით რორცა საერთაშორი პროექტით კეთდებაყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ფოტო არის გადაღებულიხ #KassLand ის ბარიდან სადაც რომ შევედი გამიხარდა ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ  მალევე გამიცრუვდა იმედები არ მუშაობდა მიმტანს რომ ვკითხე რატომ არ მუშაობსთქო დამონტაჟების დროს გაფუჭდაო მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო ვერ მივხდი ყველა ესე ხელში აყვანილი დაყვდათ თუ რას ნიშნავდა სამწუხაროდ შშმ პირების საჭიროებები არის  გათვალისწინებული მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება,"- წერს ოთო დარბაისელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics