|
2022-07-13 13:04:08, 1022 ნახვა
ეკონომიკა
გერმანია მთლიანად უარს იტყვის რუსულ ნახშირზე 1 აგვისტოდან, რუსული ნავთობზე - 31 დეკემბრიდან
გერმანია შეწყვეტს რუსული ნახშირის ყიდვას 2022 წლის 1 აგვისტოდან, რუსული ნავთობის ყიდვას 2022 წლის 31 დეკემბრიდან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Reuters. კუკისის თქმით, რუსეთს მოჰქონდა ნახშირის მიწოდების 40%, ხოლო გერმანიაში ნავთობის მიწოდების 40%. „ვინც იცის დრუჟბას ნავთობსადენის ისტორია, რომელიც საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ტრივიალური არ არის, მაგრამ ამას მივაღწევთ რამდენიმე თვეში“, - თქვა კუკისმა. . ევროკავშირი აპრილის დასაწყისში დათანხმდა რუსული ნახშირის იმპორტის სრულ აკრძალვას, სანქციების მეხუთე რაუნდის ფარგლებში. ის ძალაში 10 აგვისტოდან შევა. რუსული ნავთობის მიწოდების ნაწილობრივი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებმა მაისის ბოლოს შეთანხმდნენ, სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში. ემბარგო ეხება ნავთობის მიწოდებას საზღვაო გზით (მაშინ, როცა გერმანია და პოლონეთი შეწყვეტენ ნავთობის ყიდვას დრუჟბას მილსადენით) და ძალაში 2022 წლის ბოლოს შევა. მაისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ზაფხულში რუსეთიდან ნახშირის მიწოდება შეჩერდება, ხოლო ნავთობის - წლის ბოლომდე, მაგრამ მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა.
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)