19:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:28:20, 508 ნახვა

საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელო რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად  2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და   გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის. 

ამასთან სამინისტროს ცნობით, ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნენ.

„სახელმწიფო პროგრამები ფარავს ლურჯი მოცვის  ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მხარს უჭერს არა მხოლოდ ბაღების გაშენებას და საწარმოების შექმნას, არამედ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას იმისათვის, რომ  ადგილობრივმა ფერმერებმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია როგორც მეწარმეებისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლებიც ასეთი ტიპის საწარმოებში საქმდებიან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის კულტურა 1,300 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება  კი,  23.9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics