|
2022-07-11 11:10:11, 1097 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი პრემიერობისთვის იბრძოლებს - „პირველი დღიდან გადასახადების შემცირებას დავიწყებ”
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის იბძოლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა, რომ ის შეამცირებს კორპორაციულ გადასახადებს. „მე ვიბრძოლებ არჩევნებში, როგორც კონსერვატორი და ვმართავ როგორც კონსერვატორი. ჩემი ხელმძღვანელობით, მე დავიწყებდი გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან, მივიღებ სასწრაფო ზომებს, რათა დავეხმარო ხალხს ცხოვრების ხარჯებთან გამკლავებაში”, - განაცხადა ლიზ ტრასმა. ამასთან, ტრასმა განაცხადა, რომ გააჩნია მკაფიო გეგმა იმის შესახებ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. „მე თავს ვაყენებ წინ, რადგან შემიძლია ლიდერობა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. მე მაქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ სად უნდა ვიყოთ, ასევე გამოცდილება იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზნამდე”,- დასძინა ტრასმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.
ბორის ჯონსონის პოზიცია პრემიერობის რანგში, მის რეიტინგთან ერთად, სულ უფრო დაუცველად გამოიყურებოდა. მას არაერთმა მინისტრმა გამოუცხადა უნდობლობა. გასული კვირის განმავლობაში, თანამდებობა დატოვა სახაზინო ხაზინის მინისტრმა, ჯონ გლენიმ, იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილი. ასევე, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში. ასევე, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა. უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)