19:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 11:34:17, 711 ნახვა

საზოგადოება
დაცვის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფად დაარსებიდან 18 წელი აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე" აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა: "უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილი ევროპული სტანდარტის ტექნიკით. კერძოდ, ინერგება MOTOROLA TETRA სისტემის მოწყობილობები. გარდა ამის, დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა.

„დაცვის პოლიციის წარმატება და დასაცავი ობიექტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა დამოკიდებულია უწყებაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტოპარკის განახლებაზე, რასაც წარმატებით ვახორციელებთ.

სამინისტროს ცნობით, წელს უწყებას უკვე შეემატა 15 ერთეული სპეციალიზირებული ჯავშნირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ოპერატიული ჯგუფის ადგილზე გამოცხადების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics