04:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 11:15:17, 1302 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - პუტინის „ჯერ არ დაწყებული“ არმია აგრძელებს მოძველებული ჯავშანტექნიკის განლაგებას

რუსეთის არმია, პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვების საპირისპიროდ, რომ ოკუპანტებს „არც კი დაიუწყიათ“ მოქმედებები უკრაინაში, აგრძელებს მოძველებული იარაღის განლაგებას,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსები თავის არმიას 1950-იან წლებში შემუშავებული ჯავშანტექნიკას აწვდიან.

„მიუხედავად პრეზიდენტის პუტინის 2022 წლის 7 ივლისის განცხადებისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს „არც კი დაუწყიათ“ ოპერაციები უკრაინაში, ისინი თავის არმიას, მოძველებულ ან შეუსაბამო აღჭურვილობას აწვდიან.“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, პირველი რუსული ქვედანაყოფების უმეტესობა თებერვალში აღჭურვილი იყო BMP-2 ქვეითი საბრძოლო მანქანებით 33 მმ-მდე სისქის ჯავშნით, მძლავრი 30 მმ ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვებით.

„რუსეთი ახორციელებს სარეზერვო ძალების გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით და „აგროვებს“ მათ უკრაინის მახლობლად მომავალი შეტევითი ოპერაციებისთვის. ახალი ქვეითი ქვედანაყოფების უმეტესობა, სავარაუდოდ, განლაგდება MT-LB ჯავშანტექნიკით.

ამასთან, აღჭურვილობის დონით, გამაგრება მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ თებერვალში უკრაინაში შეჭრაში“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა: „ჩვენ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს სურს ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ამ გზით მიდის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ სერიოზული არაფერი დაგვიწყია“.

პუტინის ამ განცხადებას მისი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ, რუსეთის პოტენციალი დიდია და უკრაინის წინააღმდეგ ომში, ახლა მისი მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics