2022-07-08 13:52:21, 832 ნახვა
საზოგადოება
15 ივლისამდე ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსს მიაღწევს
15 ივლისამდე თბილისში ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნოობით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,