|
2022-07-07 15:22:27, 1182 ნახვა
ეკონომიკა
"ბაზისბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე, გერმანელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს
8 ივლისიდან, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, საკუთარი კოლექციის გამოფენას - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“, გამართავს. გამოფენის სტუმრები გაეცნობიან XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების - ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ფრანც კრიუგერის და ადალბერტ ვააგენის ნამუშევრებს. საგამოფენო სივრცეში გამოიფინება მათ მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, ტიპაჟები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო. ღონისძიებაზე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ კატალოგი - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“. კატალოგი გერმანელი მხატვრების იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დაცულია დადიანების მუზეუმში, ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოში კერძო კოლექციებში. გამოფენა, 2022 წლის 8 ივლისს 17.00 საათზე გაიხსნება და 4 აგვისტომდე გასტანს. „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში და მსგავსი ტიპის თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, გამოფენის სტუმრები, დადიანების სასახლის ამ უმშვენიერეს გარემოში, სიამოვნებით ეზიარებიან გერმანელი ხელოვანების მიერ დანახულ და ტილოზე გადატანილ XIX საუკუნის საქართველოს.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
The Dadiani Palace hosts a vernissage of German artists sponsored by BasisBank From July 8, in historical-architectural Museum of Dadiani Palace, at Prince Nicko's palace, holds an exhibition of paintings from its collection, with the financial support of BasisBank. Guests of the exhibition will be able to get acquainted with the work of German artists: Friedrich Friche, Georg Timmy, Edward House, Franz Krüger and Adalbert Waagen. The exposition space will exhibit landscapes of the Caucasus painted by these artists, types and Georgia of the second half of the 19th century, seen through their eyes. Event visitors will have the opportunity to purchase a catalog- ,,German artists and Causasus“. The catalog brings together the works of German artists, which are kept in the Dadiani Museum, in the National Museum and in private collections in Georgia. Exhibition will be opened on July 08, at 17.00 PM and will last up to August 04. „BasisBank takes active participation in realities of Georgian art and with such cooperation make a weighty contribution to the development of various sphere of culture. I believe, that in the pleasing surroundings of Dadiani Palace the guests of the exhibition will be happy to get acquainted with German art, that saw and embodied in the canvases reality of 19th century's Georgia.“ – has noted the Head of Public Relations Department of the Bank Tamar Khaduri.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)