04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 10:57:32, 1430 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენპროკურორი - რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს ვიძიებთ

24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ ვიძიებთ  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

BBC-სთან საუბრისას ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად იღებს ცნობებს 200-დან 300-მდე სამხედრო დანაშაულის შესახებ.

მან აღიარა, რომ ბევრი სასამართლო პროცესი დაუსწრებლად ჩატარდება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დევნის გაგრძელება "სამართლიანობის საკითხია".

 "რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც კლავდნენ, აწამებდნენ ან გააუპატიურეს მშვიდობიანი მოქალაქეები, უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც ისინი ყველანი იქნებიან სასამართლოში, ჩვენ ვმუშაობთ რეგიონებში თუმცა ვერ შევძელით ყველა საქმის სწორად და ეფექტურად  გამოძიება, ზოგიერთ ადამიანთან და ზონებთან წვდომის ნაკლებობის გამო."- განაცხადე პროკურორმა.


 ცნობისთვის, მაისში ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ 600-მდე ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებული იყო და 80-მდე საქმეზე სამართლებრივი  დევნა დაიწყო.

პირველ რუს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინაში გაასამართლეს, სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინას უწოდა "დანაშაულის სცენა" და გაგზავნა ქვეყანაში დეტექტივების უდიდესი გუნდი, რათა დაეხმაროს მრავალ გამოძიებას.

თუმცა, რუსეთმა არაერთხელ უარყო ომის დანაშაულების ბრალდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics