08:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 17:40:30, 1161 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - პუტინი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც ზელენსკი იყო მიწვეული

კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი „პირობითად” დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიცაა მიწვეული.ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს თქმით, მონაწილეობის ფორმატი მაინც დაზუსტდება, რადგან ის დამოკიდებულია მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„რაც შეეხება ნოემბრის G20-ის სამიტს, მიღებული იქნა ოფიციალური მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოსგან რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. ჯაკარტას წინასწარ ეცნობა ვლადიმერ პუტინის მასში მონაწილეობის განზრახვის შესახებ", - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვიეს. თუმცა, ამის შემდეგ კრემლში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა.

თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაური ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა სამიტს რუსი დიქტატორი და თქვა, რომ ეს საკითხი "შესაფერის დროს" გადაწყდება.

ამავდროულად, ინდონეზიის სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მაგრამ მისი თქმით, მისი მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე , დასრულდება თუ არა ომი ნოემბრისთვის და იქნება თუ არა რუსეთი წარმოდგენილი G20-ში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics