|
2022-07-06 15:38:42, 1259 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდთან ვიმსჯელეთ იმ დადებით ტენდენციებსა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე, რომლებიც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ასეთ სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას - გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელთა მხარდაჭერითაც შევძლებთ რეფორმების ეფექტიანად განახორციელებას.
„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები. ზოგადად, ჩვენ ასევე შევეხეთ ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, შეამციროს დეფიციტი და, ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდეს, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)