|
2022-07-05 14:38:59, 1777 ნახვა
პოლიტიკა
5 ივლისი - დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ცაზე შავმა ფერმა კვლავ გაიელვა - ინტერვიუ ჟურნალისტებთან
5 ივლისი - ორი სიტყვა და მთლიანადაც შეცვლილი საქართველოს რეალობა. დღე, როდესაც შავმა ფერმა ქვეყნის ცაზე კვლავ გაიელვა. დღე, როდესაც ყველაზე თავისუფალი პროფესიის თავისუფალ ინდივიდებს თავს დაესხნენ რადიკალური, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ. 40-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი და ერთი გარდაცვლილი „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისმა შეცვალა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ერთი კონკრეტული დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა, როგორც ხელისუფლების შავი ლაქა, რომელმაც საკუთარი ქმედებით წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, არამედ შეიცვალა თვითონ ჟურნალისტების ცხოვრება, ბევრი მათგანისთვის ეს აღმოჩნდა დღე, როცა გაანალიზეს თუ რა საშიშია ამ ქვეყანაში გერქვას რეპორტიორი. დღეს, 5 ივლისიდან, ერთი წლის თავზე, ამ სტატიაში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავადაც დაზარალდნენ. - როგორ გაიხსენებდით 5 ივლისის დილას წარმოიდგენდით თუ არა, რომ ერთი სამუშაო დღე ჟურნალისტებისთვის ასეთ სახიფათო დღე იქცეოდა ?ირაკლი ბახტაძე - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ ვერცერთი მედია წარმომადგენელი ვერ წარმოიდგენდა,რომ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე ასეთ რეალობად გადაიქცეოდა. ბუნებრივია კორესპონდენტები, ოპერატორები ვმუშაობდით იქ, საიდანაც მაყურებლისთვის უნდა მოგვეყოლა თუ რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ გამზირზე. იმ მომენტიდან, როდესაც რადიკალებმა დაიწყეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კარვების დარბევა უკვე გავიაზრე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. ძირითად შემთხვევაში რადიკალური დაჯგუფების წევრები თავს გვესხმოდნენ კრიტიკული მედიის თანამშრომლებს,მათი მთავარი მიზანი იყო,რომ ის რასაც სჩადიოდნენ ეთერში არ გასულიყო. განცდა მრჩებოდა,რომ წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ ყველაფერი,რადგან ამ ადამიანებს თან ჰქონდათ "მაკრატელი" რომლითაც გვიჭრიდნენ ჩართვის აპარატის კაბელებს იმისათვის,რომ ეთერი გაგვეწყვიტა. დათო ქორიძე - რეპორტიორი „რადიო თავისუფლება“ - 5 ივლისს ჩვენ „რადიო თავისუფლებამ“ ერთი კვირით ადრე დავიწყეთ მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე მე და ჩემი კოლეგა თორნიკე მანდარია ვმუშაობდით და მთელი კვირის განმავლობაში ეს სტრესი და მოლოდინი მოჰყვებოდა ამ პროცესს მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არ ვიყავით შეჯახებულები ამ ტიპის უსამართლობასთან. უშუალოდ 5 ივლისს ჩვენ მივედით დილით დაახლოებით 10 საათიდან „სირცხვილიას“ ოფისში, სადაც Pride-ის წევრები იმყოფებოდნენ ფილმზე ვმუშაობდით და ბუნებრივია იმ დღეს მათთან უნდა ვყოფილიყავით და დაახლოებით ნახევარ საათში დამირეკა ჩემმა პროდიუსერმა და მითხრა, რომ პარლამენტიდან დაიძრნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისისკენ და დიდი შანსი იყო, რომ შემოვარდნილიყვნენ ოფისში, ამიტომ ჩვენ წამის მეასედებში გავასწარით შენობიდან და მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილას წავედით გაეროს ოფისთან, სადაც მოხდა ჩემზე და ჩემს კოლეგაზე თავდასხმა, ეს ძალადობრივი ჯგუფები დაახლოებით 50-მდე ადამიანი შეკრებილი იყო „მრგვალ ბაღთან“, პირველი დარტყმა მიაყენეს თორნიკეს ჩაუმტვრიეს ცხვირი, კბილები, ამაზე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური რეაქცია მქონდა, გადავხტი მანქანიდან და დავიწყე ყვირილი, იმედი მქონდა, რომ პოლიცია დაგვეხმარებოდა, რადგან იქვე 20 მეტრის მოშორებით იდგნენ. ყველაზე მეტად ტრაგიკული ჩემთვის ეს იყო, რომ იმათი „ორკების“ კი არ მეშინოდა მითუმეტეს ამ ქალაქში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, უამრავ ადამიანს ვიცნობ და მიცნობს, არამედ შემაშინა და უფრო სახტად დამტოვა სახელმწიფომ, რომელმაც უნდა დამიცვას, დაიცვას მოქალაქე, რომელსაც ხედავენ, რომ ძირს გდია და ურტყამენ, პოლიციას ამაზე ჰქონდა ნული რეაქცია, ეს მიჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას მიშვებული ჰყავდა ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომ ეთარეშათ ქალაქში და გაეკონტროლებინათ ვის რა ფერის კაბა უნდა ჩაეცვა, ვის რა ფერად უნდა ჰქონოდა თმები შეღებილი და ვის რა ზომის საყურე უნდა ჰკეთებოდა, ეს ყოვლად გაუგონარი და ტრაგიკული დღე არის. დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ ბევრი აქცია გამიშუქებია, დარბევა, დაპირისპირება, მაგრამ 5 ივლისს თვალებში ჩავხედე სიკვდილს. ადამიანებს ჩვენი დახოცვა და დასჯა უნდოდათ, რისთვის თვითონაც არ იცოდნენ. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი, ვიცოდი რომ დაძაბულობა იქნებოდა, თუმცა ჟურნალისტები რომ ვიქნებოდით ჰომოფობების სამიზნე, ვერა. მაგრამ როდესაც მივედი პარლამენტთან მივხვდი, რომ ამ ხალხს, ჰქონდა დავალება, მათი სამიზნე ჩვენ ვიყავით და ყველა ხერხით ცდილობდნენ რომ რაიმე დაეშავებინათ ჩვენთვის. არც საკუთარი ინიციატივა ჰქონდათ და არც მოტივი - დაავალა ხელისუფლებამ! მათ შეასრულეს! გიორგი პერტია - ჟურნალისტი „რუსთავი2“ 5 ივლისი ჩემთვის მძიმედ გასახსენებელი დღეა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს თავზე გადავიტანე როგორია აბობოქრებულ უმართავ მასაში შუაში ყოფნა. 5 ივლისი ჩემთვის ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო დილით 9 საათზე უკვე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვაშუქებდი ვსაუბრობდი ქაშვეთში მყოფ სასულიერო პირებთან. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა როდესაც ჩემმა ოპერატორმა დამიძახა და ავედი. ავედი და დავინახე მედიის წარმომადგენლებისკენ დაძრული 100-ზე მეტი ადამიანი, რომელიც არ ინდობდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, არც ქალბატონებს და არც ბატონებს, აურზაურში გახვეულმა დავკარგე ჩემი ოპერატორი სულ რამდენიმე წამში კი დავინახე 10-ზე მეტი ადამიანის წრეში შემორტყმული შოთა - ჩემი ოპერატორი რომელსაც ურტყავდენ გამეტებით, გავიქეცი მისკენ, რომ მივხმარებოდი, გამოვიყვანე წრიდან და გზაში მეც ცემა დამიწყეს, შემომახიეს ზედა რაც მეცვა, და ვთვლი რომ ღირსებაც კი შეგვილახეს,ეს დღე შავი ლაქასავით დარჩება.
- რა შეცვალა 5 ივლისმა ?ირაკლი ბახტაძე - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ ფაქტობრივად ჩემთვის ამ პროფესიაში გატარებულ წლებს ორ ნაწილად ვყოფ, 5 ივლისამდე და 5 ივლის შემდეგ. უპირველესი,რაც ამ დღემ მედიის წარმომადგენლებს დაანახა ეს იყო ერთიანობა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჟურნალისტს,რომელი ფერის მიკროფონი ეჭირა, ყველა თავს ვალდებულად ვთვლიდით,რომ ერთმანეთი გადაგვერჩინა. ამ დღის შემდეგ მედია წარმომადგენლები,რაღაცნაირად ჩავებით ერთ ჯაჭვში და მოვითხოვეთ სამართლიანობა,მაგრამ.... რატი წვერავა - ჟურნალისტი „ფორმულა“ 5 ივლისმა ნათლად დაგვანახა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნებისმიერი მეთოდით შეეცდება გააჩუმოს და დაადუმოს კრიტიკული აზრი ქვეყანაში. ამისთვის ყველანაირ გზას გამოიყენებს.
5 ივლისმა უფრო მარტივი გახადა ჩვენთვის რაღაც საკითხებზე ხმის ამოღება, ასევე ამ დღემ შეცვალა ის,რომ საზოგადოებას დაანახა რამდენად რთულია იყო ამ ქვეყანაში პროფესიით ჟურნალისტი და ამ დღემ ყველაფერს ფარდა ახადა, ომი მოგვიწყეს ჟურნალისტებს. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ 5 ივლისის შემდეგ ,1 კოლეგით და მეგობრით ნაკლები მყავს. 5 ივლისს ლექსოს სიცოცხლე წაართვეს. 5 ივლისის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ამ ქვეყანაში ყველა დაუცველია. საშიშია გარეთ სიარული და დავრწმუნდი კიდევ იმაში,რომ არ უნდა დავნებდე, უფრო დიდი შემართებით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე,რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს,მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. თქვენი აზრით, რატომ აქამდე არ არიან დასჯილები მოძალადეები და ორგანიზატორები, მათ შორის „ალტ-ინფო" ?მახო ზავრაშვილი - ჟურნალისტი „ჯორჯიან თაიმსი“ ორგანიზატორების თავისუფლება განპირობებულია იმით, რომ ისინი კარგი „მფარველობის“ ქვეშ იმყოფებიან. „ალტ-ინფო“ არის არასახელმწიფოებრივი დაჯგუფება, რომელიც ახმოვანებს იმ ყველაფერს, რასაც ვერ ამბობს ხელისუფლება, აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებს ხელისუფლება. ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და მათი ურთიერთმიმართება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა 5 ივლისს, პუტინის საცეცებია „ალტ ინფო“, ხოლო მათ გავრცელებას და ძალადობა ხელისუფლება ხელს არ უშლის. დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი „მთავარი არხი" იმიტომ,რომ „ალტ-ინფო“ და კონსერვატიული მოძრაობა არის ქართული ოცნება. აქ მე არ მაქვს კითხვის ნიშნები, მხოლოდ ღარიბაშვილის 5 ივლისის დილის განცხადება კმარა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ხელისუფლებამ გამოუშვა რადიკალები მზის შუქზე. და როგორ გაგრძელდა? დააკავეს 32 და გამოუშვეს, ყველა თავისუფალია, ჩემზე მოძალადე მხოლოდ 2, როდესაც მათი რაოდენობა გაცილებით დიდი იყო, გადავიღეთ თავდასხმები, ყველა ჩანდა, ყველას მოქმედება, სახე, დანაშაული, მაგრამ არ დააკავეს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლებას არ უნდოდა. არ უნდოდა არც მის დაქვემდებარებაში მყოფ სასამართლოს. რატი წვერავა - ჟურნალისტი „ფორმულა“ მარტივია, რადიკალები სწორედ ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ, ასრულებდნენ ღარიბაშვილის მითითებს. ამის შემდეგ არც გამოძიების იმიტაცია უნდა გვიკვირდეს. დათო ქორიძე - რეპორტიორი „რადიო თავისუფლება“ - მთავარი პრობლემა არის ის, რომ ორგანიზატორები არ არიან დასჯილები, აი ჩემი ცემის საქმეზე დაახლოებით ათი კაცი მცემდა არავინ არ დასჯილა, პროკურატურამ მცნო დაზარალებულად მაგრამ, ეს დაზარალებულად ცნობა რაში მადგება არ ვიცი, რადგან ჩემი მთავარი სურვილი და მოთხოვნა არ შესრულებულა. მე ხომ უსამართლოს არაფერს არ ვითხოვ, პირიქით მინდა, რომ ის ადამიანები რომლებიც მოძალადეები იყვნენ დაისაჯონ და ამისი შანსი იყო და არის დღესაც, რადგან „მრგვალ ბაღთან“ უამრავი სათვალთვალო კამერა არის დამონტაჟებული და პრინციპში ხელისუფლებას თუ ამის კეთილი ნება ექნება შეუძლია დღესაც კი ამოიღოს ეს არქივი ნახოს და მარტივად ამოსაცნობები იქნებიან. ორგანიზატორები და მათ შორის მოძალადეების უმრავლესობა დასჯილი არ არის. სამი სიტყვით რომ შეგეძლოს როგორ დაახასიათებდი ამ დღეს ?დათო ქორიძე - რეპორტიორი „რადიო თავისუფლება“ უსამართლობა, ცრურწმენა, სიამაყე ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი „ მთავარი არხი“ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა
გიორგი პერტია - ჟურნალისტი „რუსთავი 2“ დღე როდესაც ღირსება აგვყარეს მედიას, დღე რომელიც შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არაქრისტიანული საქციელის დღე. ახლა სიუჟეტს, რომ აკეთებდეთ ამ თემაზე რას დაარქმევდით ?დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ არ გამოგივიდათ, 52 გადავრჩით! ყველაფერს შევძლებთ, ლექსოსთვის! ირაკლი ბახტაძე - ჟურნალისტი „მთავარი არხი“ ხელისუფლების წაქეზებული რადიკალები მედიის წინააღმდეგ.. ყველა ჟურნალისტი დღევანდელ დღეს ალბათ განსხვავებულ სახელს დაარქმევდა თუმცა ყველას ტექსტში აუცილებლად იქნებოდა სიტყვები : ძალადობა, ჰომოფობები, რადიკალები, რუსული, ხელისუფლების წაქეზებული, დიახ, ამ დღემ ნამდვილად შეცვალა ინდივიდების ცხოვრება, ამ დღემ კიდევ ერთი შავი დიდი წერტილი დაგვიტოვა ამოუვსებელი სიცარიელით, სადაც ჟურნალისტები განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამო დაისაჯნენ. ჩემი ხუთი ივლისი ეს არის დღე, როდესაც ყველა ემოცია მიტევდა, ბრაზიც, სევდაც, შიშიც, იმედგაცრუებაც, ერთობის სურნელიც იგრძნობოდა ამ დღის შემდეგ, როცა ყველანი ლექSOSთვის გავერთიანდით, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანზე, რომელიც 5 ივლისს სწორედ ამ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებს შეეწირა, ჩემი ხუთი ივლისი არის კიბეზე არსებული კიდევ მრავალი საფეხური რომელმაც უკან დაგვწია, შეგვაფერხა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას.
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)