|
2022-07-04 12:59:18, 1159 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისაგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული). აღნიშნულ ცვლილებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ინიციატივის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება (კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 1151 ნაწილი, და ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდა ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა), რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება:
საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში. აქვე განვმარტავთ, რომ შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები - დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საწარმოების/ორგანიზაციების მიერ ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადო თარიღია 15 ივნისი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 ან მოგვწეროთ RS ჩათის დახმარებით, ასევე გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5501407?publication=0
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)