|
2022-07-02 15:24:13, 1076 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში, 2-3 ივლისს, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს, სამგორის რაიონში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები. უწყების ცნობით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ტრადიციულად ხორციელდება თბილისის სხვადასხვა რაიონში და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის გაზრდა, როგორც მოყვარულთათვის, აგრეთვე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის; ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართულობის თვალსაზრისით; მოქალაქეებისთვის დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნა. დასწრება თავისუფალია! მისამართი: ქვემო სამგორი, გუმათჰესის ქუჩა №10 კორპუსის წინ მდებარე გუმათჰესის სკვერი. დრო: 19:00 საათი. ღონისძიების პროგრამა: 2 ივლისი
3 ივლისი
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)