22:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 17:14:33, 514 ნახვა

საზოგადოება
სართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია გაიხსნა

„რე-მარკეტი" − სივრცე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების  ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზ. №8-ში მდებარეობს. მომხმარებელს მაღაზიაში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნახატების; ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარების შეძენა შეუძლია, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „რე-მარკეტი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია და ის აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით მსჯავრდებულების შემოსავალი გაიზრდება, ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.  

„პენიტენციურ დაწესებულებაში  მყოფ მსჯავრდებულს, რომელიც ჩაერთვება პროექტში, შესაძლებლობა აქვს, გათავისუფლების შემდგომ გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა მაღაზიასთან და დაწესებულების დატოვების შემდეგაც შეინარჩუნოს სტაბილური შემოსავალი, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაღაზიაში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ტყავის ჩანთები, საფულეები, სამაჯურები და აქსესუარები, რომლებსაც მსჯავრდებულები ხელით ქმნიან. ამისთვის მათთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ყველანაირი პირობაა შექმნილი. მსჯავრდებულების ინდივიდუალური დასაქმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოწყობილია სამუშაო სივრცეები, ოთახები აღჭურვილია 3D პრინტერითა და გრავირების აპარატით, რომლის მეშვეობითაც მსჯავრდებულები სხვადასხვა დიზაინის აქსესუარს ამზადებენ.  

მაღაზიის განვითარების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისტანციურ რეჟიმში ნივთების შეძენა. ასევე,  თბილისის მასშტაბით ამოქმედდება საკურიერო მომსახურება და მიტანის სერვისი.

 

„რე-მარკეტი" დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics