22:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 12:26:12, 894 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა

ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და „თიბისის“ მხარდაჭერით 30 ივნისს, „თიბისი კონცეფტის“ სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა.

„დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს. პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა - როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციული ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო პრაქტიკა, რა არის კიბერუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები. ფორუმის დასაწყისში "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა გააცნო და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics