02:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 19:33:53, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი - უკრაინამ უკვე სერიოზული დამარცხება მიაყენა რუსეთს

 აშშ-ს პრეზიდენტის  ჯო ბაიდენის თქმით, თავად რუსეთი, იხდის "ძალიან მაღალ ფასს" შეჭრაზე.

„მათ თითქმის 100 წლის განმავლობაში პირველად მოუწიათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ვალის გადახდაზე. მათ დაკარგეს 15 წელი, რაც მიაღწიეს თავიანთი ეკონომიკის კუთხით. <...> მათ ექნებათ პრობლემები ნავთობის მოპოვების შენარჩუნებაში, რადგან არ აქვთ ამის ტექნოლოგია. ისინი ასევე მსგავს სიტუაციაში არიან თავიანთი იარაღის სისტემებისა და ზოგიერთი სამხედრო სისტემის მხრივ“, - თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე სერიოზული დამარცხება მიაყენა რუსეთს, რომელმაც ბაიდენის თქმით, "ფაქტობრივად უკვე დაკარგა საერთაშორისო ავტორიტეტი".

რუსეთი ისეთ პოზიციაზეა, სადაც მთელი მსოფლიო უყურებს და ამბობს: „ერთი წუთით, თქვენ სცადეთ კიევის აღება - დაკარგეთ, სცადეთ დონბასის აღება - და ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ“.

ბაიდენმა აღნიშნა უკრაინელების გამბედაობა და გამძლეობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან არ იცის როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ნამდვილად არ დასრულდება იმით, რომ „უკრაინა უკრაინაში რუსეთმა დაამარცხა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics