19:06 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 15:14:44, 1069 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აზერბაიჯანის აგრარული მომსახურების  სააგენტოს, აზერბაიჯანის ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების ბაქოს ოფისის (DRTO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სასაზღვრო საკითხებში ვეტერინარული ჯანდაცვის მიმართულებით  საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სისტემებს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და ლაბორატორიის ხარისხიანი მართვის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მარნეულისა და თბილისის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ლაბორატორიის შესაძლებლობებს.

აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ზოგადი მოხსენებები წარადგინეს.

სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics