|
2022-06-30 12:22:04, 884 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ, რომელიც გერმანულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გერმანული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.ფინანსთა მინისტრმა გერმანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის, გერმანიის მიერ გაწეული დახმარებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა გერმანული საფინანსო ინსტიტუტები ასრულებენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და იმ სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ქვეყნის მთავრობა გეგმავს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რაც გამოიწვია რუსეთის საომარმა მოქმედებებმა. ორივე მხრიდან, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას. ასევე, ენერგოეფექტურობის გაძლიერების კუთხით გერმანიისა და ზოგადად, ევროკავშირის მიერ გაწეულ ძალისხმევას. თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით საქართველო შეძლებს რეფორმების დღის წესრიგის შესრულებას და მტკიცედ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტერგაციის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)