|
2022-06-30 10:34:32, 897 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება დანიის ქალაქ ორჰუსში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანიის „Georgisk vin“ ინიციატივით, დანიის ქალაქ ორჰუსში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. სააგენტოს ცნობით, ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. მათივე ცნობით, ფილმის დასრულების შემდეგ, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. კომპანიის „Georgisk Vin“ დამფუძნებლის, სოფო საღარაძის ორგანიზებით, ორჰუსში, ღვინის კლუბში „Capo Aarhus“ გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, ქართული სამზარეულოს, ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ასევე გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ დანიის სომელიეთა სასწავლებლის, ღვინის აკადემიის, სასტუმროებისა და რესტორნების სკოლის, ასევე, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე ადგილობრივ რესტორნებთან. საგეენტოს ცნობით, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო დანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს გეგმავს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)