|
2022-06-30 10:19:16, 1349 ნახვა
ომი უკრაინაში
„თითქმის ყველა ხელებისა და ფეხების გარეშეა“ - როგორია ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის მცველების მდგომარეობა
"აზოვის" 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინსკიმ ისაუბრა უკრაინელი მებრძოლების მდგომარეობაზე, რომლებიც სახლში 29 ივნისს დაბრუნდნენ. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცების 99%-მა დაკარგა კიდურები. აზოვსტალის დამცველთა ოჯახების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, გათავისუფლებული ჯარისკაცები საშინელ მდგომარეობაში არიან. თუმცა ბედნიერები არიან, რომ რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნება შეძლეს. ზოგიერთ "აზოვსტალს", აღნიშნა ვოლინსკის დამ, არც ესმის და ვერც ხედავს. ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. "თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს, მაგრამ უხარიათ. ზოგი ბიჭი ცრემლიანი თვალებით ლაპარაკობს, ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა აზოვსტალის მცველის დამ. მცველის დამ აღნიშნა, რომ მას და "აზოველების" სხვა ნათესავებს უხარიათ რამდენიმე დამცველის გათავისუფლება, რადგან ისინი ყველა გმირები არიან. ”ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახლში დაბრუნდეს”, - დასძინა ხარკომ. 29 ივნისს რუსეთის ფედერაციასთან პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა . შინ დაბრუნდა 144 მცველი, მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველი.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)