19:19 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 11:00:41, 1427 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოებას - გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი

შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი,- აღნიშნულის შესახებ მიმართვას საქართველოში აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოების მიმართ ავრცელებს.. 

საელჩოს განცხადებით, ის რჩება LGBTQ+ საზოგადოების გვერდით, მიმდინარე ბძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში PRIDE-ის კვირეული დაიწყო და 2 ივლისამდე გაგრძელდება. პრაიდის ორგანიზატორების განაცხადებით, წელს მათ არ გააჩნიათ არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად და არიან ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. 

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.
  • რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.
  •  გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics