|
2022-06-28 17:38:43, 948 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის სეიმმა ოფიციალურად აკრძალა რუსული გაზის იმპორტი
ლიეტუვის სეიმმა ოფიციალურად აკრძალა რუსული გაზის იმპორტი, გარდა მისი ტრანზიტისა კალინინგრადის რეგიონში. სეიმმა „ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებებს მხარი 123-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, Klaipedos nafta-ს გაზის გადამცემი სისტემა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მიმწოდებლებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან ლიტვის ეროვნულ უსაფრთხოებას. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მთლიანად მიატოვა რუსული გაზი აპრილში. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა შეეწყვიტა რუსული ენერგორესურსების ყიდვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. ამჟამად რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება ლიეტუვის გავლით კალინინგრადის მიმართულებით, მაგრამ ჩვეულისგან განსხვავებული ტექნიკური რეჟიმით, რაც უზრუნველყოფს მხოლოდ ტრანზიტისთვის საჭირო გაზის რაოდენობას.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)