23:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 10:19:00, 789 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში, ექიმებმა აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფი გადაარჩინეს

ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

როგორც ექიმმა ლელა სულაქველიძემ განაცხადა, ნაყოფის დაფიქსირდა გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა.

„შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა“,- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა ორი. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. 

აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics