23:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 13:06:42, 1484 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, 80 000 ადამიანი განიკურნა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაახლოებით 80 000 ადამიანი განიკურნა. პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება. ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად  5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია.  პროგრამის დასრულება და შესაბამისად ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ლონდონში, 22-26 ივნისს იმართება, ცენტრის მხრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც  საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს ეხება. მოხსენებებში განხილულია პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება, C ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ.

„პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც 8 წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics