11:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 17:43:07, 867 ნახვა

მსოფლიო
კასიანოვი ღარიბაშვილს - ეს არაა ავანსი და არც წახალისება, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა

ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს, 24 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კასიანოვის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, შეეძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ღირებულებების დაცვას, ის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირების მოხდენას.

„ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა. ამისთვის უკრაინელი ხალხი გამოვიდა  მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტი უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება, ევროკავშირი იცვლება. ახლა ის იქნება უფრო ძლიერი, უფრო მზარდი, რომ დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას საკუთარი ღირებულებები, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში. ის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირების მოხდენას”,- განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი, ისე მიიღეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics