11:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 11:45:45, 1462 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ არ ვართ მესამე ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროკავშირის მომავალი წევრი

უკრაინა აღარ არის მესამე ქვეყანა, როგორც ამას ოფიციალური ტერმინოლოგია განმარტავს. ჩვენ გავთავისუფლდით ამ მნიშვნელობიდან და გავხდით ევროკავშირის მომავალი წევრი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ევროკავშირის მინიმუმ 27 ქვეყნისთვის მომავალი პარტნიორია.

„ეს ოფიციალურად არის აღიარებული: უკრაინა არ არის ხიდი, არ არის ბალიში დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, არც ბუფერია ევროპასა და აზიას შორის, არც გავლენის სფერო, არც „ნაცრისფერი“ ზონა, არც სატრანზიტო ტერიტორია. საზღვარი ორკებსა და ელფებს შორის. უკრაინა არის მომავალი თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის მინიმუმ 27 ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი სერიოზული ნაბიჯია უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში.ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა შეძლებს ჩართვას ევროკავშირის გარკვეული ორგანოების მუშაობაში და ახალ პროგრამებში, რომლებზე წვდომა შეზღუდულია მესამე ქვეყნებისთვის.

„ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა და თანაგრძნობა, არამედ მტკიცე და ოფიციალური განზრახვა. დღეს ჩვენ გავთავისუფლდით ამ დამამცირებელი განმარტებისგან. უკრაინა არსებითად ასეთი არასდროს ყოფილა, მაგრამ ოფიციალური ტერმინოლოგია ასე გვეძახდა. ჩვენ მოვიშორეთ. ჩვენ არ ვართ მესამე ქვეყანა, არც მეათე, არც მეასე, ჩვენ ვართ ევროკავშირის მომავალი წევრი“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics