|
2015-02-05 12:37:21, 1199 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა
უკრაინაში, სამუშო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროტლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა. სახეწლმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთ-ერთი ურყევი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მხარეებმა გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალური საკითხები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. სამიტის მოლოდინებსა და რუსეთის მხარიდან განხორციელებულ ანექსიურ პოლიტიკაზე საუბრისას დავით ბაქრაძემ და პავლო კლიმკინმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებისა და ამ პროცესში საქართველოსა და უკრაინას შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)