|
2022-06-23 10:45:48, 914 ნახვა
მსოფლიო
მიწისძვრა ავღანეთში - თალიბანის რეჟიმი ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას ითხოვს
1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1500- ზე მეტი დაშავდა ავღანეთში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. თალიბანის რეჟიმი მსოფლიოს ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას სთხოვს. თალიბანის მაღალჩინოსანმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს დაზარალებულების სრულად დახმარებას " მეზობელი ქვეყნები და მსოფლიო ძალები გვეხმარებიან, დახმარება უნდა გაიზარდოს ძალიან დიდი ზომით, რადგან ეს არის დამანგრეველი მიწისძვრა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.”- განაცხადა თალიბანის ლიდერმა. მედიის ცბობით,ადამიანები დანგრეული სახლების ნანგრევებში მოყვნენ. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და რესურსების ნაკლებობა აფერხებს. თალიბებისთვის, ისლამისტური მოძრაობისთვის, რომელმაც ძალაუფლება დაიბრუნა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დაშლის შემდეგ,ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მთავარი გამოწვევაა. მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში. გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „სრულად მობილიზებულია“ კატასტროფის გამო. მისივე თქმით ავღანეთში ჯანდაცვის ჯგუფები, სამედიცინო მარაგი და ჰუმანიტატული დახმარება გაიგზავნება.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)