|
2022-06-22 10:20:54, 1029 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დაწყებაზე - ეს ინფორმაცია ყალბია
ეს ინფორმაცია ყალბია,- ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დასავლურ პრესაში გაბრცელებულ ინფორმაციას, რუსეთში ფარული სამხედრო მობილიზაციის დაწყების შესახებ. ბრიტანულმა გამოცემებმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში მასიური სამხედრო მობილიზაცია დაიწყება, უკრაინის ომისთვის მეტი ჯარის მოზიდვის მიზნით. "კრემლი შეშფოთებულია მობილიზაციის პერსპექტივით, რადგან ეს რეალურად ნიშნავს უკრაინაში სწრაფი და ეფექტური ოპერაციის ჩატარების „მარცხის აღიარებას“,- წერს გამოცემა The Guardian წყაროზე დაყრდნობით. ბრიტანულ პრესაში პუბლიკაციებს უკვე გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ კითხვაზე, თუ რას უპასუხებს კრემლი ამ ინფორმაციას, მან უპასუხა- " ეს არის სრული სიყალბე". შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გაზარდა პირველი სამხედრო კონტრაქტის დადების ასაკობრივი ზღვარი : თუ ადრე ზედა ზღვარი 40 წელი იყო, ახლა ის 50-მდე გაიზარდა რიგითებისთვის და 60-მდე უმცროსი ოფიცრებისთვის. შესაბამისი ცვლილებები მაისის ბოლოს ნაჩქარევად იქნა მიღებული.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)