|
2022-06-21 13:26:51, 1801 ნახვა
საზოგადოება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში. პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 16 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით. მონაწილე სტარტაპები:
პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. „აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ. სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)