|
2015-02-05 12:04:58, 2617 ნახვა
მსოფლიო
ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია
ტაივანში ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 12 კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი გუშინ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 53 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო. ავია დისპეჩერმა ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილ თვითმფრინავ ATR-72-თან კავშირი ადგილობრივი დროით 10:55 საათზე დაკარგა. როგორც აღმოჩენილი შავი ყუთიდან ირკვევა, პილოტმა ავიაკატასტროფამდე სადისპეჩეროს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა. ცნობისთვის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში კომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" უკვე მეორე თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა. გასული წლის ივლისში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაშავდა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)