19:46 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 11:59:36, 1059 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას გამჭვირვალეს გახდის

ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის. მისივე განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვისთვის და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

მინსიტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა სოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა. თამარ გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს უკვე განხორციელებული რეფორმებისა და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ილია ღუდუშაურმა კი აღნიშნა, რომ  დაფინანსების DRG საპილოტე პროგრამა უკვე დაწყებულია, ამ მიმართულებით ნებისმიერი სიახლე ჰოსპიტალურ სექტორთან კოორდინაციით დაინერგება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics