13:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 10:34:21, 1556 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - იწყება ისტორიული კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს

იწყება ისტორიული კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს,-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენკსის თქმით, ასევე ამ კვირაში უკრაინა რუსეთის მტრული აქტივობის ზრდას უნდა ელოდოს.

„იწყება ისტორიული კვირა. კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს... ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა, რომ 1991 წლიდან უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ჩვენ ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის უკრაინის ევროპული პერსპექტივის დასაცავად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

„ცხადია, ასეთ კვირაში რუსეთისგან მტრული აქტივობის ზრდას უნდა ველოდოთ. ამ კვირაში, არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით და მზად ვართ და ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს“, - დასძინა პრეზიდეტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ ევროსაბჭოს უკრაინას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics