15:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 13:18:54, 1383 ნახვა

ომი უკრაინაში
ნედ პრაისი - უკრაინაში ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის გაუჩინარების საკითხზე ვმუშაობთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ  უკრაინაში აშშ-ის სამი მოქალაქის გაუჩინარების საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

პრაისის თქმით, გაუჩინარებული პირები უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ. სამელმწიფო დეპარტამენტი დაკარგულების ოჯახებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

 ოჯახის ცნობით, ორი ​​მამაკაცი, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის ძალებთან საბრძოლველად გაემგზავრნენ, შესაძლოა დატყვევებულები იყვნენ.

" ვაშინგტონს ჯერ არ დაუყენებია მოსკოვთან უკრაინაში დაკარგულების საკითხი. 39 წლის ალექსანდრე დრუკე,  და 27 წლის ენდი ჰუინი",- განაცხადა პრაისმა.

გაზეთი Telegraph წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი მამაკაცი ტყვედ  მას შემდეგ ჩავარდა, რაც 9 ივნისს , უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის , ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამართული ბრძოლის დროს რუსულ ჯგუფს შეეჯახა. ოჯახისა და აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ცნობები, ისევე როგორც ტელეგრამზე გავრცელებული ფოტო, რომელიც ასახავს ორ მამაკაცს, რომლებიც სატვირთო მანქანის უკანა მხარეს ტყვეობაში არიან, დაუდასტურებლად რჩება.

პრაისმა დასძინა, რომ აშშ დაუკავშირდა უკრაინელ ოფიციალურ პირებს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ამ წყვილთან დაკავშირებით. მანამდე ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ "ძალიან ბევრს მუშაობდა მეტის გასაგებად" ორი დაკარგული მამაკაცის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics