15:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 21:03:00, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს, საქართველოს კი არ ახსენებს

ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შეეგუებიან.

""პარტნიორებთან ერთად კიევში ჩამოვედი რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო  ჩემი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შევეგუებით. მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. გერმანია უკრაინას შეიარაღებით ეხმარება. დღეს კიევში კონკრეტული მესიჯით ჩამოვედით. უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ევროპული გზაზე სამოძრაოდ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ევროპულ საბჭოში  ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფო სადაც კანონის უზენაესობა  დაცულია. ეს ის კრიტერიუმებია რაც ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს და სხვა ქვეყნებისგან განგვასხვავებს". - ნათქვამია განცხდებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics