|
2022-06-16 17:03:16, 1239 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. მაღალი დონის შეხვედრა ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) და იტალიის მთავრობის ორგანიზებით იმართება. მინისტერიალზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხანდაზმულთა უფლებების, ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვაში. „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. ასევე მათი აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მთავრობის ძალისხმევით დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მთლიანად ფარავს დაუზღვეველ მოსახლეობას, მათ შორის ხანდაზმულ პირებს. შრომისუნარიანობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პროგრამები განახორციელა. მათ შორის, საპენსიო ასაკის პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ პენსიის მიღების შესაძლებლობა. ქვეყნის საპენსიო სისტემა სამი სახისაა: ხანდაზმულთა საპენსიო სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური დახმარების როლს ხანდაზმულთათვის; დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობას მოიცავს და კერძო საპენსიო სქემები“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური დახმარების სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. იტალიაში, ზურაბა აზარაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან გოგინაშვილი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)