|
2022-06-16 16:45:38, 1167 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, „Post Europ“- ის თემატიკით შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის პრეზენტაცია გაიმართა
16 ივნისს, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის მხარდაჭერით, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის თემატიკით „მითები და ისტორიები“ შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია ივნისის თვიდან, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს "Post Europ" - ის თემატიკით შექმნილი „Europa 2022“ - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის დავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანმა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის ორგანიზებით, ევროპული მარკების „Europa“ - ის საერთაშორისო კონკურსი იმართება. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“ - ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს. ქვეყნებს შორის, რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები, „Europa“ - ის საფოსტო მარკები, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომლის მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში. ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)