|
2022-06-16 16:38:05, 1149 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ექსპედიტორი კომპანიებისათვის დაშვების მიცემის ახალი მექანიზმები, რითაც ისინი დამოუკიდებლად განახორციელებენ ავტომანქანების მფლობელების მონაცემებში კორექტირებას. ამასთან, ხაზი გაესვა მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ: რიგი ავტოიმპორტიორი კომპანიების მიერ, არამიზნობრივად იქნა გამოყენებული რედაქტირების ფუნქცია და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების უკონტროლო ცვლილებების საშუალებად გადაიქცა. აღნიშნული დარღვევების პრევენციის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს, მხოლოდ ერთჯერადად მიეცეთ უფლება შეცვალონ მფლობელის შესახებ ინფორმაცია იმ ავტომობილების მიმართ, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით, ჩატვირთული არიან კონტეინერებში და შესაბამისად, მათ მიმართ გაცემულია საზღვაო გადაზიდვის დოკუმენტაცია. ამასთან, უცვლელი დარჩა შეცდომის/ხარვეზის გასწორების უფლება, რაც მფლობელის დასახელების ან საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის ნომრის შესწორებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის მარტის თვეში ეცნობათ და ამოქმედების თარიღად 1 აპრილი განესაზღვრათ, რომელიც ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ 1 ივნისამდე გადავადდა. ვინაიდან კონტეინერების გარკვეული რაოდენობა ტრანსპორტირების პროცესში იყო, ხოლო მათზე გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტების კორექტირება დამატებით ფინანსურ დანახარჯებს გამოიწვევდა, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ექსპედიტორი კომპანიების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ერთჯერადი ცვლილებით სარგებლობისთვის, მათ არაუგვიანეს 17 ივნისისა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ტრანსპორტირების პროცესშიმყოფი ავტომობილების შესახებ, რითაც მნიშვნელოვნად დაიზოგება მათი მატერიალური და დროის რესურსი. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)